სერგეენკო ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ: ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო.

სერგეენკომ შესაბამისი კომენტარი ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მართლაც კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რომ არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება – ჩვენი პოზიცია იგივეა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები