ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს აღიარება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად მსოფლიოში – ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა

„ის, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი იგრძნონ დაცულად და მშვიდ და უსაფრთხო გარემოში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება უზრუნველყონ.

„ამასთან, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს არის საფუძველი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და მეტი ტურისტის ჩამოსვლის, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მინდა ასევე შევეხო იმ ნოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭკვიანი კამერების სისტემას ნერგავს, რაც ექსპერტების გათვლით მინიმუმ 25% -ით შეამცირებს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს მართლაც უნიკალური სისტემაა, რომლის დანერგვაზე მხოლოდ ეხლა დგამენ ნაბიჯებს ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენ გვეამაყება ჩვენი პოლიციელების ღირსეული სამსახური ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაცულობისთვის, თუმცა ამასთანავე მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ და განვამტკიცოთ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. ყველას გვესმის რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების პარალელურად ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ამ მხრივ ასევე მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შევძლებთ. მე ვთხოვ საზოგადოებას რომ როგორი მკაცრებიც ვართ პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომების მიმართ, ისეთივე შემართებით გვქონდეს გააზრებული , რომ თითოეული პოლიციელი ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად გვიცავს ჩვენ და რომ პოლიციის ავტორიტეტი და იმიჯი ჩვენი დაცულობის და ურთიერთნდობის საწინადარია”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები