სოფელ ქვემო ჭალაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა
გამყოფი ხაზისპირა სოფელ ქვემო ჭალაში, „ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისათვის“ დირექტორის ცირა ხელაშვილის ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის და კომპანია “დიო”ს დახმარებით ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „დიო“ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა გახსნეს.
„ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გარდა არსებული კომპიუტერი – ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას შეიკრიბონ ერთ სივრცეში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, გაიღრმავონ ცოდნა, დაგეგმონ და ჩაატარონ საინტერესო ღონისძიებები.
ბიბლიოთეკის გახსნა ქვემო ჭალელებს მიულოცეს გიორგი კეკელიძემ, თამაზ დაუშვილმა, ცირა ხელაშვილმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, სამთავისი – კასპის ეპარქიის ეპისკოპოსმა დამიანემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.
ბიბლიოთეკა გამყოფი ხაზის 7 სოფლის მაცხოვრებლებს მოემსახურება.
ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ „ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისათვის“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა“ – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტში.