სოფიო ქაცარავა ბიორნ სოდერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შვედეთის რიკსტაგის თავმჯდომარის მოადგილეს ბიორნ სოდერს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა შვედეთი-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით შვედეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებებსა და შერიგების პოლიტიკის საკითხებს.

ასევე, განიხილეს საქართველოს მთავარი პრიორიტეტები –  უსაფრთხოება, სტაბილურობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; მიზნების მიღწევის გზები და მიღწეული შედეგები, დემოკრატიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით, პარლამენტის საზედამხედველო როლი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებაზე, გენდერული თანასწორობის კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე  და ამ მიმართულებით,  ქვეყანაში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე, რაც დიდ წილად შვედეთის მხარდაჭერით იქნა მიღწეული.

სოფიო ქაცარავამ შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შესთავაზა, რაც ნორდიკულ – ბალტიური რვიანის + საქართველოს საპარლამენტო ფორმატს მოიცავს და წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობის მომცემი იქნება.

„გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რიგი საკითხები: მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ მიმართულებით, პარლამენტის როლი; მოსახლეობის განწყობა საქართველოს საგარეო კურსისა და სწრაფვების შესახებ. ასევე, საქართველოსა და შვედეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება ახალი და საინტერსო ფორმატების საფუძველზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაში შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები