ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს – ადვოკატებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის. ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი – კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს. ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი – ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები