დაბა თამარისში მცხოვრებ შშმ ბავშვს სამედიცინო ეტლი გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად დღეს, დაბა თამარისში მცხოვრებ 9 წლის გიორგი კეზუას, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა. გიორგის დედამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი დაბა თამარისის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. იგი სარგებლობს მუნიციპალური პენსიის პროგრამით, რომელიც ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით მომვლელის თანხით უზრუნველყოფას გულისხმობს.
სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს.

წლის ბოლომდე კიდევ 4 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება სამედიცინო ეტლით.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. რა თქმა უნდა ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც ჩვენი მუდმივი და საიმედო პარტნიორია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები