მარტვილში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკველი, იატაკი, კიბე; შიდა კანალიზაცია; შიდა ცივი და ცხელი წყალგაყვანილობის სისტემა; გათბობა; ელექტროობა; დამონტაჟდება შენობის გაგრილება-კონდინცირების სისტემა და შენობის ვიდეო მონიტორინგის სისტემა. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 126 899 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს. ‍ ამ ეტაპზე დასაქმებულია – 10 ადამიანი.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები