კობა კობალაძე: ჩვენ რეზერვი არასწორად გვესმის, ეს არის გადამზადების პროგრამა

“ქვეყანა არ უნდა იყოს მარტო შემადგენლობის მიერ დაცული, მივდივართ იქამდე, რომ რაც შეიძლება რიცხობრივად მცირე, მაგრამ ეფექტური რეზერვისტების შემადგენლობა გვყავდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზერვის მნიშვნელობა არასწორად ესმის საზოგადოებას. მისივე განმარტებით, ეს ბირთვი შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული საომარი მოქმედების და საგანგებო სიტუაციების დროს.
“გარკვეული თანხის საფასურად, სამხედრო სავალდებულო გაწვევის გადავადება შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია, სადაც საჭიროა ახალწვეულების გაწვევა და მათი სამსახურის მოხდა, ეს არის: შსს, თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების სამსახური სასჯელაღსრულება და ა.შ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მოხდება ამ პრაქტიკის დანერგვა, გაწვეულებისთვის საბრძოლო მომზადების თეორიული და პრაქტიკული მომზადება, რომელიც უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. გვაქვს ინიციატივა ერთიანად, ერთი სისტემის ქვეშ გაიარონ მათ საბრძოლო საწყისი მომზადება და ამის შემდეგ დანაწილდნენ სხვადასხვა ინსტიტუციებში. სადაც იქნება მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, ისინი ჩაირიცხებიან ერთ საერთო სტრატეგიულ რეზერვში.
ჩვენ რეზერვი გვესმის არასწორად, ეს არის პროგრამა, რომელიც არის გადამზადების. ეს ბირთვი შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული საომარი მოქმედების დროს და საგანგებო სიტუაციის დროს.
ქვეყანა არ უნდა იყოს მარტო შემადგენლობის მიერ დაცული. კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ჩვენ ამ საკითხს. მივდივართ იქამდე, რომ რაც შეიძლება რიცხობრივად მცირე მაგრამ ეფექტური რეზერვისტების შემადგენლობა გვყავდეს”, –
აღნიშნა კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები