“არსებობს მზაობა, რომ ვეტერანებმა მშვიდობიანობის დროს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და გამოადგნენ სახელმწიფოს განვითარებაში”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან ვეტერანთა საკითხის მოგვარებაზე საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია მათი რესურსის გამოყენება და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება.
მისივე თქმით, არსებობს მზაობა, რომ საზოგადოების ღირსეულმა ნაწილმა გარკვეული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.
„ვეტერანთა თემატიკა, ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. მომავალი წლიდან არსებობს მზაობა ვეტერანთა ჰოსპიტალის სრულფასოვნად რეაბილიტირება და სხვადასხვა სოციალური პროგრამების განვითარება. ის რაც სახელმწიფომ გააკეთა მათთვის ძლიერი მხარდაჭერაა. ახლა პრიორიტეტია ფოკუსირებულად ვიზრუნოთ იმ დამსახურებულ ხალხზე, იმიტომ, რომ ვეტერანების გარკვეული ნაწილი რომლებიც ცხოვრობენ პერიფერიებში ვერ სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ვეტერანები ღირსეული შემადგენლობაა საზოგადოების. ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნისთვის ხშირ შემთხვევაში მოკლებულნი იყვნენ სხვა მიმართულებით თავიანთი პროფესიონალური უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
ერთ კომპლექტში ვიხილავთ ამასაც, რომ მათი დატრენინგება, მომზადება-გადამზადება მოხდეს.
ჩვენ გვაქვს პოზიცია და მზაობა საზოგადოების ღირსეულმა ნაწილმა, მშვიდობიანობის დროს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და გამოადგნენ სახელმწიფოს განვითარებაში. კარგი გამოცდილება გვქონდა ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებში მათი ჩართვის. ვეტერანების რესურსის გამოყენება აუცილებელია. ამიტომ ეს ინიციატივები კანონპროექტის სახით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები