სოფო კილაძე გოგა ონიანზე: ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები

როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ – მოგვწონს ის თუ არა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
კილაძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.
„ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
როგორც ბრალდებული აცხადებდა, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები