ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნება

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში, ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.
ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ – 13:00 საათსა და 18:30 საათზე ვარდების მოედნიდან გავა.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები