კავთისხევში ფოლკლორის საღამო გაიმართა

სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ – მუზეუმში ფოლკლორის პოპულარიზაციის კიდევ ერთი საღამო „ფოლკლორი განაგრძობს სიცოცხლეს“ გაიმართა.
საღამო ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა გახსნა.
სალამურის ვირტუოუზმა ომარ კელაპტრიშვილმა, ხალხური სიმღერა სალამურში ასახა, რომლითაც მაყურებლის წინაშე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე წარდგა. ომარ კელაპტრიშვილის შესახებ მოგონებებით გამოვიდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან ის ლექსები წაიკითხა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ვირტუოზ შემსრულებელს.
ფოლკლორის საღამოზე უკრავდა და მღეროდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლის „თსუ-გორდელა“.
ფოლკლორის საღამოს ესწრებოდნენ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები