სავალუტო ჯიხურში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მედიკამენტიც მიიღო.

შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე  მუხლით დაიწყო, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები