კახა კალაძე: დავრწმუნდი, რომ ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით, სწორი და აუცილებლად გასაკეთებელია

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით, სწორი და აუცილებლად გასაკეთებელია,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „წარმატების ფორმულაში“  სტუმრობისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ახალ გუნდთან ერთად 4 წლის განმავლობაში დაპირებული პროექტების განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობა. რადგანაც ამ ქალაქში ვცხოვრობ, მინდოდა, მე თვითონ მენახა, თუ როგორია რეალური სიტუაცია ამ მიმართულებით.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით, სწორი და აუცილებლად გასაკეთებელია. მეტრო აუცილებლად მოსაწესრიგებელია, როგორც სამგზავრო ვაგონები, ასევე მეტროსადგურები. არსებული ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცლოთ.

რაც შეეხება ვადებს, ის დაპირებები, რომლებზეც ვსაუბროდით, ოთხწლიანი პროგრამაა. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ დასახელებული პროექტები სრულყოფილად იქნეს შესრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები