კახა კალაძე: ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო, ერთიანი და განუყოფელია

ესპანური El Mundo თბილისის ახალარჩეულ მერთან ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემა კახა კალაძის საფეხბურთო და პოლიტიკურ კარიერას მიმოიხილავს.
სხვადასხვა საკითხებთან ერთად სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს დასავლეთთან დაახლოების სწრაფვაზე, ამავე დროს ხაზგასმულია, რომ საქართველოს რთული ურთიერთობები რუსეთთან, იდეოლოგიურთან ერთად, ტერიტორიულ საკითხს უკავშირდება.
“ჩვენ ამ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულად განვიხილავთ და მადლიერები ვართ, რომ ცივილიზებული სამყარო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა, საკუთარ საზღვრებში განუყოფელი და ერთიანია. ჩვენ ვიცით, რა დანაკლისს იწვევს დაყოფა. მე არ ვუსურვებდი იმავეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას”, – ამბობს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები