გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კიევში, უკრაინის უმაღლეს რადას ეწვევიან და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, პარლამენტარები კახა კუჭავა, დავით მათიკაშვილი, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული და გოგი მეშველიანი.

8 ნოემბერს დელეგაციის წევრები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას მოინახულებენ, 9-10 ნოემბერს კი გაიმართება შეხვედრები უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან – ანდრიი პარუბიისთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან და მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელებთან, უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროინტეგრაციის საკითხებში – ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან, აგრეთვე უკრაინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები