სამეგრელოს რეგიონში სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,  სამეგრელოს რეგიონში სანერგეები დაათვალიერეს.

კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში შეძლებს ჩართვას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

კვალიფიციურობის დადგენის პროცესში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობამ სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურში უნდა გააკეთოს განაცხადი, რის საფუძველზეც სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ.  ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსი, ნიადაგი)  და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით,  სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნერიო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები