ნინო გვენეტაძე: მე ვარ ძალადობის მსხვერპლი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.
გვენეტაძის განცხადებით, მას მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს წერილობით აცნობს საბჭოს წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები