სოფელ თვალადში ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა

სოფელ თვალადის საჯარო სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე,  ფეხბურთის მატჩი გაიმართა.  მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ლომაია,  მიხეილ ყაველაშვილი) და კასპის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ფეხბურთელთა გუნდები შეხვდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ ვეტერანებმა, გუნდებს საჩუქრად  სპორტული მაისურები და ბურთები გადასცეს, შემდეგ კი  საჯარო სკოლა და სპორტული დარბაზი  დაათვალიერეს.

ღონისძიება, რომელსაც  მომღერალი ირაკლი ფირცხალავაც ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი  მეზურნიშვილის თაოსნობით  გაიმართა.   ღონისძიება ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის განვითარებას მიეძღვნა.

„ეს დღე ჩვენთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან საკუთარ მოედანზე  ასეთ ცნობად  ფეხბურთელებთან მოგვიწია მატჩის ჩატარება, მადლობა ამისთვის მის ორგანიზატორებს“, – აღნიშნეს კასპელმა მოთამაშეებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები