სოფიო ქაცარავა ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები განიხილეს. იმსჯელეს ახალი დიალოგის ფორმატის შექმნისა და ორ ქვეყანას შორის ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების საკითხებზე.

საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანის საკითხებს, იაპონური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებსა და მიზნებს, რასაც უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება გულისხმობს.

„იაპონიის ელჩთან გავმართეთ საინტერსო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის ხარისხზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და სწრაფვებზე. ასევე, იაპონიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და განათლების მიმართულებით  კავშირების გამყარებაზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.

მხარეები ერთობლივ საინტერსო პროექტებსა და ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები