საქალაქო სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
შესაბამისად, ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დარჩა, რომლის თანახმად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია.
ლელა ქიტესაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის.
ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. მანამდე, მან აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები