ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა მთლიანად სახურავი, შეიცვალა  თოჯინების პარტერი და სცენა.  მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურამ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან და ბორჯომის გამგებელთან ერთად.

“შენობის რეაბილიტაციას წლებია არ მომხდარა და საჭიროებდა განახლებას. აღნიშნული პროექტი არის რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩატარდება ღონისძიებები, ფესტივალები, როგორც რეგიონული ასევ საერთაშორისო დონეზე. ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს”,- აცხადებენ უწყებაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები