პრემიერი: ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას.
ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი.
ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის“,- ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილი.