სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელს ეწვევა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის სახელმწიფოში კოლეგასთან – ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს განიხილავს.
ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.