გიორგი მარგველაშვილი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გული დამწყვიტა თვალსაჩინო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები