დავით ნარმანია: ზედამხედველობის სამსახურმა აღმაშენებლის გამზირზე ბევრი უცხოელი მოიჯარე დააჯარიმა

„მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აღმაშენებლის გამზირზე ბევრი უცხოელი მოიჯარე დააჯარიმა“, – ამის შესახებ თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ მოიჯარიებს ავალდებულებს, რომ ბარებსა და მენიუს ქართული წარწერაც თან ახლდეს.
ნარმანიას განმარტებით, უცხოელი ბიზნესმენები სწორედ იმისთვის დაჯარიმდნენ, რომ მათ ქართული წარწერა არ ჰქონდათ.
„მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აღმაშენებლის გამზირზე ბევრი უცხოელი მოიჯარე დააჯარიმა იმის გამო, რომ მათ აბრებსა და მენიუში ქართულენოვანი წარწერები არ ჰქონდათ გამოყენებული. ბუნებრივია, უცხოენოვანი წარწერების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ისინი აუცილებლად ქართულ ენასთან ერთად უნდა იყოს გამოყენებული და თანაც, შრიფტის ზომის თვასაზრისით, ჩვენს ეროვნულ ენას ნებისმიერ უცხო ენასთან უპირატესობა უნდა ჰქონდეს. ეს ვინმეს ახირება კი არა, ქართული კანონმდებლობის მოთხოვნაა“, – აცხადებს დავით ნარმანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები