პრეზიდენტი: აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში, ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ადგილობრივ მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენი აზრებით ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებთან და დაზარალებულებთან ვართ. აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ტეხასის შტატში, ქალაქ საზერლენდ სფრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.
მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები