მიხეილ ყაველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობა მიიღეს

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით, სოფელ თვალადის საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

„სოფელ თვალადის საჯარო სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა ყველანაირ საშულებას იძლევა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იცხოვრონ სპორტით. დღევანდელი საფეხბურთო მატჩიც ჩემი და ჩემი მეგობრების მონაწილეობით მიზნად სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ისახავდა. ჯანსაღი თაობა სიცოცხლით სავსე ქვეყნის შენების მყარი საძირკველია და სწორედ სპორტი არის მომავალი თაობის გაჯანსაღების ერთ-ერთი  ყველაზე კარგი საშუალება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ლომაია და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები