ზურაბ ალავიძემ ვალეს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაათვალიერა.
შენობა, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი ფუნქციონირებს ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში კეთდება წყალსადენი სისტემა, გარემონტდება კარ-ფანჯრები, ფასადი და შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები.
ნოემბრის ბოლოდან განახლებული კულტურის სახლი საზღვრისპირა ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები