სოფელ ფხვენისში მოედნის კეთილმოწყობა იგეგმება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, ბალახის საფარი სრულად განახლდება და შეიღებება ძელები. ამ ეტაპზე სოფელ ფხვენისში ფეხბურთში 40-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს, მათ შორის არიან გოგონებიც.

ახალგაზრდა სპორტსმენები მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კოლეგასთან, ქეთევან  ციხელაშვილთან, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

მოედნის რეაბილიტაციამდე ფეხბურთელებმა სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი მიიღეს, ვეტერან ფეხბურთელთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კი ფეხბურთიც ითამაშეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები