ირაკლი კობახიძე აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს საზერლანდ სპრინგში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში საკვირაო მესის მსვლელობისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლას, 26 ადამიანი ემსხვერპლა. ABC News-ი ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებული პირი 26 წლის დევინ ქელია ტეხასიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები