ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი გარდაიცვალა

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში – ლევან დოხნაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით დაიღუპა.
ლევან დოხნაძე 1997 წელს არჩეულ იქნა ტყიბულის გამგეობის წევრად. 1999 წელს დაინიშნა ტყიბულის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსად. 2004-2006 წლებში იკავებდა ტყიბულის რაიონის გამგებლის მოადგილის პოსტს. 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2007 წლის 5 მაისიდან 2013 წლის 14 იანვრამდე იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2017 წლის 21 ოქტომბერის თვითმმართველობის არჩვნებზე კი, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი და პროპორციული სიის მეორე ნომერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები