ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მას შემდეგ, რაც ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა და საკუთარი ძველი რეკორდი – 217 კილოგრამი გააუმჯობესა, აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია და საერთო ჩათვლაში 474 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
თვის ბოლოს, ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკაში მიემგზავრება, სადაც, კალიფორნიის შტატში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები