სოფელ ართანას ტერიტორიაზე ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას გორზე ხანძარია. ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ზონა დილით ვერტმფრენით დაათვალიერეს და კერების გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება. ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები