“რუსთავი2” – თან მიმდინარე აქციაზე ქართული მარშის 4 წევრი დააკავეს

რუსთავი2-ის შენობასთან ე.წ. ქართული მარშის აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ასაფეთქებლების გამოყენება. სამართალდამცავებმა მათ ამის გამო შენიშვნა მისცეს, რადგან ამით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები გასაკუთრებით გადაცემა განსხვავებული აქცენტების თემას აპროტესტებენ, სადაც საუბარი იქნება, უნდა დაუთმოს თუ არა ტელევიზიებმა დრო საზოგადოების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს.

ქართული მარშის წარმომადგენლების მხრიდან დაუმორჩილებლობის გამო პოლიციამ ოთხი მონაწილე დააკავა. ერთ-ერთმა მათგანმა ასაფეთქებელი რუსთავი2-ის ეზოშიც ისროლა.

აქციის წევრებმა პოლიციის მანქანის შეჩერება სცადეს. ქართული მარშის წევრებმა ასევე, სცადეს, ე.წ. კორიდორის მოწყობა, რათა განსხვავებული აქცენტების სტუმრები ასე შესულიყვნენ სამაუწყებლო კომპანიის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები