ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო.
შეგახსენებთ, რომ ამავე გზაზე ცოტახნის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის გამგებლის მოადგილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები