ზუგდიდი-ცაიშის გზაზე ავტოავარიას გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა

ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.  არსებული ინფორმაციით, ავარიას  ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს „მიცუბიშისა“და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები