ავტოავარიის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. თამაზ ჟორჟოლიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები