რუსთავი- წითელი ხიდის გზაზე მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავი- თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ  ავტოავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია  „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. როგორც  უწყებაში განაცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლის მე-7- ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები