რუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მაშინ მოყვა, როცა პაციენტი გადაჰყავდა

რუსთავში, ოდიშარიასა და მშენებელთა ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო – სამედიცინო ეკიპაჟისა და “სუბარუს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კი საავადმყოფოში სასწრაფოს სხვა ეკიპაჟმა გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ჯარიმა გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები