“საქართველოში ბიზნესის კეთება ასეთი კომფორტული და მარტივი ჯერ არ ყოფილა და ეს აისახა მსოფლიო ბანკის წლევანდელ ანგარიშში”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„საქართველოში ბიზნესის კეთება ასეთი კომფორტული და მარტივი ჯერ არ ყოფილა და ეს აისახა მსოფლიო ბანკის წლევანდელ ანგარიშში.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო შვიდი საფეხურით დაწინაურდა და დღეს იკავებს მეცხრე ადგილს, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესტონეთი, შვედეთი, კანადა, ავსტრალია და სხვა.
ეს თავისთავად შედეგია იმ მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული რეფორმებისა, რასაც ხე3ლისუფლება ატარებს და ცხადია ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ზოგადად, ინვესტორების მიმართ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის მართლაც ძალიან კომფორტული და მარტივი,“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები