ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე პლენარული სესია გაიხსნა

უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა.
სესია უკრაინის პარლამენტისთავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ გახსნა. პარტნიორებს სიტყვით მიმართეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეისთანაპრეზიდენტებმა და დელეგაციების ხელმძღვანელებმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ნოემბერს დაგეგმილი სამიტი პლენარული სხდომის განხილვის მთავარი საკითხი იყო.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და მომავალი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს,რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან გამორჩეულად უჭერს მხარს ღია კარის პოლიტიკას და ევროკავშირის ასოცირებულიპარტნიორების, მათ შორის, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მიღწევებს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორებთან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას, რაცევროკავშირში გაწევრიანების მსურველ და წარმატებულ ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ქმედითფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში დიდწილად განაპირობებს მშვიდობას,განვითარებასა და კეთილდღეობას თავად ევროკავშირში. ამ მიზნების მიღწევა ჩვენი – აღმოსავლეთ პარტნიორების დასაქართველოს საერთო ინტერესია”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ და ევროკავშირს ამ ორმხრივ ინტერესზე ყურადღების მეტად გამახვილება სთხოვა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს სპეციალური განცხადებით მიმართავს. განცხადებაშიაისახა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, ასოცირებული წევრებისადმიგანსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროება, მოწოდება მეტი და ქმედითი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად და ურყევიმხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას 1ნოემბერს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები