ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 8 და დაშავებულია 11 ადამიანი.
ტერორისტული აქტი წუხელ მოხდა, რა დროსაც ტერორისტი სატვირთო ავტომანქანით ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს დაეჯახა.
29 წლის უზბეკი ტერორისტი მანქანიდან გადმოვიდა სროლა დაიწყო, თუმცა ნიუ იორკის პოლიციამ ის მუცლის არეში დაჭრა, მისი მანქანის ჩხრეკისას კი აღმოაჩინეს წერილი, სადაც ტერორისტი აღიარებს, რომ დანაშაული „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ჩაიდინა.
ტერორისტულ აქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან ბრძანება გასცა უსაფრთხოების სამსახურს შეემუშავებინათ ახალი გეგმა და უსაფრთხოება გაემკაცრებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები