თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა – სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – იუმაშევის ქუჩას; 10::00-დან 18:00 საათამდე – კოტეტიშვილის, ყიფიანის და მესხის ქუჩებს; 11:00-დან 12:00 საათამდე – აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე კი – გურამ ფანჯიკიძის ქუჩას.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები