არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამ ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.
“ამასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს პროკურატურამ და პარლამენტის თავმჯდომარემ. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ მუდმივად გვაქვს რეფორმებთან დაკავშირებით ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები