სააკაშვილის განცხადებით, იური ლუცენკომ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტების მზადება დაიწყო
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტების მზადება დაიწყო.
„ამ დღეებში გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ ჩემი დაკავებისა და შემდგომში საქართველოში ექსტრადირების მიზნით, დოკუმენტების მომზადების პროცესი დაიწყო“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.