თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა (ვიდეო)

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტის, „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს.

“დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები