ირაკლი კობახიძე: რაც საზოგადოებამ მოისმინა ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის მხრიდან „სასიამოვნო მოსასმენი“ არ იყო

ის განცხადებები რაც საზოგადოებამ მოისმინა ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის მხრიდან „სასიამოვნო მოსასმენი“ არ იყო,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით,მმართველი გუნდი ზაქარია ქუცნაშვილთან მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო საუბარს აპირებს.„ის რაც მოვისმინეთ სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო. გუნდში ზოგადად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ რაც მოგვწონს და არ მოგვწონს. ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის ზაქარია ქუნაშვილთან ერთადაც ბუნებრივია დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა ზოგადად თიანეთში. მათ შორის, შეგვიძლია განვიხილოთ განცხადებები. თიანეთს რაც შეეხება ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი და მადლობა ღმერთს, საბოლო ჯამში, სამართლებრივად გადაწყდა ის დავა, რომელიც წარმოებდა. შესაძლოა, ეს არ იყო ჩვენთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპირისპირო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, თუმცა მთავარია, რომ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, გარკვეული განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული.
„გარკვეული განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. შესაბამის პროცესებში, სამწუხაროდ, მე, 2012 წელს არ ვიყავი ჩართული. ამიტომ კომენტარების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია, თავი დავდო იმაზე რაც ხდებოდა 2016 წელს სიის ფორმირებისას, „ქართულმა ოცნებამ“ სია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოაყალიბა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები