ირაკლი კობახიძე მეჭიაურის საქმეზე: ჩემი პრეროგატივა არ არის სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყეტილებას პატივი უნდა სცენ.
„ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში კობახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება მისი პრეროგატივა არ არის.

„ჩემი პრეროგატივა არ არის სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს და სასამართლო არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ინსტიტუტი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედით იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიტანა სასამართლომ. იყო ორი სხვადასხვა კომისიის გადაწყვეტილება – საუბნო კომისიის და საოლქო კომისიის და სასამართლომ კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, უპირატესობა მიანიჭა საუბნო კომისიის გადაწყვეტილებას. ეს იყო სასმართლოს გადაწყვეტილება და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თამაზე მეჭიაური თვითმმართელობის არჩევნებში თიანეთის მერის პოზიციაზე გამარჯვებულ კანდიდატად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები