ირაკლი კობახიძე ნუცუბიძის ფაქტზე: ეს საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.
როგორც „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია იქნება იმისთვის, რომ მომხდარზე სიმართლე დროულად გაირკვეს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ჩვენ, კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მხრიდან რა ბერკეტის გამოყენებაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი, ეს ბერკეტები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ოპოზიცია მოითხოვს ამას თუ უმრავლესობა, მთავარია, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. ამის უზრუნველყოფა ჩემი ფუნქციაა და ამაში აქტიურად ვიქნები ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები